top of page

სერვისები

უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი

ISSP უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი უზრუნველყოფს უსაფრთხოების მენეჯმენტის სერვისებს, მათ შორის აღმოჩენათა მართვა და მათზე რეაგირება, ინციდენტების მართვა, შესაბამისობის მენეჯმენტი, ლოგების მართვის პლატფორმა და კიბერ საფრთხეებზე უწყვეტი "ნადირობა". 
ჩვენი სერვისები კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები რათა უკეთ უზრუნველყონ IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, გამოავლინონ ფარული ქცევითი ანომალიები და საფრთხეები ადრეულ ეტაპზე და მოახდინონ დროული რეაგირება ინციდენტებზე.
ISSP SOC სერვისების გამოყენებით, ჩვენს მომხმარებლებს აქვთ  წვდომა  მოწინავე ტექნოლოგიებთან, მათი შეძენის გარეშე და ჰყავთ გამოცდილი, მოტივირებული გუნდი, რომელიც მუშაობს მათზე, ყოველგვარი ძალისხმევისა და ხარჯის გარეშე, რომელიც დაკავშირებულია კიბერუსაფრთხოების უმაღლესი დონის პროფესიონალების დაქირავებასთან, სწავლებასთან და შენარჩუნებასთან.

triangle.png
აღმოჩენათა მართვა და რეაგირება

ჩვენი ექსპერტები მუდმივად აკონტროლებენ ორგანიზაციის ქსელს, სერვერებსა და ბოლო მომხმარებლებს სპეციფიკური კომპრომისული ინდიკატორებისა და მაღალი რისკის ქცევის ნიმუშების აღმოსაჩენად. საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი წარმოშობა, დეტალები და პოტენციური ზემოქმედება საფუძვლიანად იკვლევა და ორგანიზაციის რეაგირების ჯგუფის ყურადღების ცენტრში ექცევა.
ISSP MDR სერვისების გამოყენებით, საწარმოებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ აღმოაჩინონ და რეაგირება მოახდინონ კიბერ საფრთხეებზე უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და გაუმკლავდენ ბევრად რთულ საფრთხეებს ნაკლები დანახარჯებით.

triangle.png
ინციდენტების მართვა

უსაფრთხოების ინციდენტზე ორგანიზაციის რეაგირების სიჩქარე და ეფექტურობა განსაზღვრავს მცირე დარღვევას აქვს ადგილი თუ დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ნებისმიერმა ინციდენტმა, რომელიც არ იქნება სათანადოდ დამუშავებული, შეიძლება გამოიწვიოს მონაცემების გაჟონვა ან სისტემის მუშაობის დარღვევა, რაც გამოიწვევს მნიშვნელოვან ფინანსურ, იურიდიულ და რეპუტაციულ ზარალს. ISSP-ის ინციდენტების მართვის სერვისები კომპანიებს ეხმარება ყველა ინიცირებული ინციდენტის დამუშავებაში, რათა მოხდეს ყოველი რისკის შემცველი ხდომილების უსაფრთხოებაზე შემოწმება, ინციდენტებზე სწრაფად რეაგირება, სერვისებისა და პროცესების აღდგენა და შესაძლო მომავალი ინციდენტებისა და რისკების პრევენცია. ინციდენტების მართვა და დამუშავება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ამოცანაა კიბერუსაფრთხოებისა და IT ჯგუფებისთვის. ISSP SOC მზადაა ეს პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, რაც ორგანიზაციის უსაფრთხოების ჯგუფს საშუალებას მისცემს ფოკუსირება მოახდინონ სტრატეგიულ განვითარებაზე.

triangle.png
დაუცველობის მენეჯმენტი

ISSP– ში ვიყენებთ პროაქტიულ მიდგომას ჩვენი მომხმარებლების IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მართვისთვის. ორგანიზაციებს ვთავაზობთ მომსახურებას მოწყვლადობის შესამოწმებლად, ანომალიების მოძიებას, გამოვლენილი ხარვეზების დამუშავებას, მოწყვლადობის ათვისების თავიდან აცილების და მათი გამოსწორების გზების მოძიებას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აღმოჩენილ ყველა მოწყვლადობას მისი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში, რაც ამარტივებს მათი მართვის მთელ პროცესს.

triangle.png
შესაბამისობის მენეჯმენტი

ISSP SOC- ის ექსპერტები ეხმარებიან ორგანიზაციებს განსაზღვრონ მიმდინარე კონტროლი მოთხოვნების შესაბამისად და რეკომენდაციას უწევენ ცვლილებებს, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების შესაბამისობის სხვადასხვა სტანდარტისა და ჩარჩოების შესასრულებლად. სათანადო კონტროლის განხორციელებით, კომპანიები და ორგანიზაციები შეასრულებენ შესაბამის კანონებს, წესებსა და პროცედურებს, აგრეთვე შეინარჩუნებენ რისკებს მისაღები დონეზე.

triangle.png
ლოგების მართვის პლატფორმა

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ეფექტურად განახორციელონ ექსპერტიზე და გამოძიება, ცნობილია ლოგების მართვისმართვის პრაქტიკით. ISSP SOC გთავაზობთ  უსაფრთხო და ხელმისაწვდომ, როგორც ონლაინ, ასევე ადგილობრივ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა კვანძის ფართო მიმოხილვას, შესაბამისობის შესახებ დეტალურ ანგარიშსა და ლოგების გარანტირებულ მიწოდებას.

bottom of page