ციფრული
ISSP ლაბორატორია და კვლევა
ISSP ლაბორატორიების და კვლევის ცენტრი შეიქმნა 2015 წელს, რომლის მიზანია ციფრული ექსპერტიზის სერვისების მიწოდება, მათ შორის კომპიუტერული მონაცემების შეგროვება, დაცვა, ანალიზი და კომპიუტერებთან დაკავშირებული მტკიცებულებების წარდგენა. იგი სპეციალიზირებულია კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების ელემენტებისა და სისტემების ანალიზში, მათ შორის შეღწევადობის ტესტირებაში, კიბერ-შეტევების გამოძიებაში მტკიცებულებათა შეგროვებითა და ანალიზით, მავნე პროგრამების ანალიზითა და უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირების დარღვევის ინდიკატორების მოძიებაში.
შეღწევადობის ტესტირება
ჩვენ შეტევის სიმულაციას ვახდენთ თქვენს IT სისტემებსა და ქსელებზე , რათა გამოვავლინოთ ის მოწყვლადობები, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს ორგანიზაციას და ბიზნენსისთვის მნიშვნელოვან აქტივებს. შეღწევადობის ტესტირება საშუალებას იძლევა გამოავლინოს მოწყვლადობა, რომელიც თავდამსხმელმა შეიძლება გამოიყენოს თქვენს ინფრასტრუქტურულ გარემოსა და სისტემებითან წვდომისთვის, ხოლო ტესტირების შედეგები იძლევა სურათს, თუ რა ზიანია მიადგა თქვენს ორგანიზაციას. ტესტირების შედეგად ასევე შესაძლებელია შეფასდეს პერსონალის რეაგირება სხვადასხვა სიტუაციებზე და საჭიროებენ თუ არა თანამშრომლები დამატებით გადამზადებას.
კომპრომეტირების ანალიზი
ჩვენ გამოვავლენთ აწმყოში ან წარსულში ჰქონდა თუ არა ადგილი თქვენს გარემოში არასანქცირებული შეჭრის ფაქტებს, ვაფასებთ სუსტ და მოწყვლად ადგილებს თქვენს უსაფრთხოების არქიტექტურაში და ვავლენთ IT და კიბერუსაფრთხოების ისეთ პრაქტიკას რომელიც ან საერთოდ არ არის, ან არ არის მორგებული ორგანიზაციისმოთხოვნაზე. კომპრომეტირების ინდიკატორების ფაქტობრივი მონაცემთა ბაზის გამოყენებით, მავნე ქცევის ნიმუშებისა და მეხსიერების ექსპერტიზის ინსტრუმენტებით, ჩვენი ექსპერტები აფასებენ ქსელის ტრაფიკს, სერვერებს, საბოლოო მომხმარებელს და ლოგებს, რათა უპასუხონ კითხვას, მოხდა თუ არა თქვენს ორგანიზაციაზე კიბერ თავდასხმა. კომპრომეტირებული სისტემების და ცუდი პრაქტიკის დადგენა დაგეხმარებათ დაინახოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემური რისკები და გაზრდის მომავალ ინციდენტებზე ეფექტურად რეაგირების უნარს.
მავნე კოდის ანალიზი და რევერსიული ინჟინერია
ჩვენ ვაანალიზებთ მავნე პროგრამების ნიმუშებს, რათა გავიგოთ თავდასხმის ანატომია, ამოვიცნოთ ნიშნები და გავარკვიოთ, იყო თუ არა დარღვეული კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ერთიანობა. უახლესი ტექნოლოგიისა და გამოცდილების გამოყენებით, ISSP ლაბორატორია და კვლევის ცენტრი გთავაზობთ უმნიშვნელივანეს გადაწყვეტილებებს.
ციფრული ექსპერტიზა
ISSP ლაბორატორია ატარებს ციფრულ გამოძიებებს, აგროვებს და ანალიზებს კიბერ შეტევების მტკიცებულებებს. ექსპერტიზა ხორციელდება უახლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად. ჩვენი ექსპერტები აკვირდებიან უახლეს კიბერ საფრთხეებსა და TTP– ებს, რომლებსაც იყენებენ თავდამსხმელები და შესაბამისად ყველაზე რთული კიბერ შეტევების მტკიცებულებების დადგენაც კი ხდება შესაძლებელი.